„ვირტუს ბოლონია“ აუტსაიდერთან დამარცხდა

27 ნოემბერი 2023, 09:41 495 ნახვა

იტალიის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად აუტსაიდერ „ ბრინდისის“ ესტუმრა და 75:83 დამარცხდა.

ბრინდისელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა კამერუნელი ბაიეჰეს კარგმა თამაშმა, რომლის მონაგარი 25 ქულა და 10 მოხსნა იყო. შენგელიას დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მან 25 წუთში 14 ქულა, და 9 მოხსნა მოაგროვა.

„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ შვიდი მოგება აქვს და პირველობას იყოფს გიგა ჯანელიძის „ვენეციასთან“, რომელმაც „რეჯო ემილია“ 90:70 დაამარცხა. ჯანელიძემ სამი წუთი ითამაშა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი