კვარაცხელიამ სერია A-ში მეოთხე გოლი გაიტანა 

26 ნოემბერი 2023, 11:04 503 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარეს და 2:1 მოიგეს. 

სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, ბერგამოში საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ხვიჩამ  თავური დარტყმით გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. 

13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა  და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა. კვარაცხელიამ კი ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და შემდეგ კი ესპანეთთან.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი