სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა

26 ნოემბერი 2023, 10:01 409 ნახვა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა. ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე კონგრესზე, ქართველ მოფარიკავეს 2022/23 წლების  საუკეთესო კაცი  ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზი გადაეცა. 

სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ფარიკაობაში უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

საქართველო 2025 წელს ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამის შესახებ ოფიციალურად ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის  ამავე კონგრესზე გამოცხადდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში