ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ხანმოკლე ზავის შემდეგ, ისრაელის არმია ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს განაახლებს.
„უახლოეს დღეებში რასაც ნახავთ, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებაა. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. თქვენგან რასაც ვითხოვთ ამ შესვენების დროს, არის ორგანიზება, მომზადება, გამოძიება და მზადყოფნა ბრძოლის გასაგრძელებლად. გაგრძელება აუცილებლად იქნება, რადგან ჩვენ ეს ბრძოლა უნდა დავასრულოთ გამარჯვებით“, – განუცხადა გალანტმა საზღვაო ძალების ჯარებს.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი ხვალ, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ამოქმედდება.