არაფორმალური განათლების ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან, სტუდენტური პროექტები და მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, გაცვლითი პროგრამები, ახალგაზრდების საარჩევნო და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობა და შესაძლებლობა - ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლის ირგვლივაც კითხვები ახალგაზრდებმა ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს დაუსვეს.
შეხვედრა საერთაშორისო ფორუმის “დიალოგი 2023“-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც 25 ქართველი და 25 უცხოელი ახალგაზრდა მონაწილეობს.
საერთაშორისო ფორუმი უკვე სამი წელია იმართება და მისი მიზანი დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და დიალოგის სტიმულირება.