ჩინეთი არგენტინის ახალ ხელისუფლებას მიმართავს 

21 ნოემბერი 2023, 14:00 397 ნახვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არგენტინას აფრთხილებს და აცხადებს, რომ დიპლომატიაში სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი შეწყვეტს კავშირებს ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი ან ბრაზილია. ჩინეთი არგენტინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია  და მისი ახლად არჩეული მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობას - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა რეგულარულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის განცხადებას, რომელმაც  გააკრიტიკა ჩინეთი და ბრაზილია და თქვა, რომ არ ექნება საქმე „კომუნისტებთან“ და მხარს უჭერს უფრო მყარ კავშირებს აშშ-სთან.

რუსული  საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი  ციტირებს დიანა მონდინოს, ეკონომისტს, რომელიც მილეის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ითხოვს, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება ეგრეთწოდებული ბრიქსის ჯგუფს, ბლოკს, რომელიც შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი