ფრენბურთის კლუბმა „ბათუმმა“ სეზონი სამი გამარჯვებით დაიწყო

21 ნოემბერი 2023, 10:09 373 ნახვა

ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ფრენბურთის ვაჟთა გუნდი „ბათუმი“, რომელმაც პირველ სამ ტურში სამი გამარჯვება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ბათუმელებმა „ქუთაისი“ 3:1 დაამარცხეს, მეორე ტურში მოქმედ ჩემპიონებს „სტუ“-ს დაუპირისპირდნენ და 3:1 მოუგეს.

ბოლო, მესამე ტურში „ბათუმის“ მეტოქე „იუჯი“ იყო, რომელსაც ზღვისპირელებმა 3:0 სძლიეს.

რაც შეეხება ქალთა გუნდს, მათ მხოლოდ ერთი ტური ითამაშეს და ევროპის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. მომდევნო ტურში ვაჟთა გუნდი „ცაგერს“, ქალთა გუნდი კი „თბილისს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში