ქობულეთში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერი ჩამოწვა

21 ნოემბერი 2023, 10:58 702 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები განვითარდა.

ჩაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან მიწის მასა ჩამოიშალა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოწვა.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ ხალას შიდა სასოფლო გზაზე, გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია საგზაო დეპარტამენტის რამდენიმე ერთეული ტექნიკა. შიდა სასოფლო გზები კი მერიის ტექნიკის დახმარებით იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში