აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

20 ნოემბერი 2023, 14:01 469 ნახვა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი  კიევში ჩავიდა. ამის შესახებ თავად ოსტინი წერს სოციალურ მედიაში.

„მე დღეს ვარ აქ, რათა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი - შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში''. 

ოსტინის ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის დახმარების შესახებ უთანხმოება იზრდება. 

მომავალ თვეში ვაშინგტონში უკრაინა-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო-სამრეწველო კონფერენცია გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი