საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა

18 ნოემბერი 2023, 18:44 690 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრა მოლდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის გუნდი „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ მატჩი სწრაფად დაწინაურდა. მე-8 წუთზე სტუმრების კარში დანიშნული პენალტი ლუკა შეროზიამ გაიტანა. 35-ე წუთზე სტუმრებმა შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გატანილი გოლით თავი, ბოცანმა გამოიჩინა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 მორჩა. მეორე ნახევრის 65-ე წუთზე კი დაჩი ლორთქიფანიძის გადაცემით, ლუკა შეროზიამ დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

ამრიგად ორი ტურის შემდეგ ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური გაინაღდა.

ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა გუნდი 21 ნოემბერს ისევ „მიხეილ მესხი 2“-ზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში