აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს

16 ნოემბერი 2023, 10:30 546 ნახვა

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი