ბათუმის ბულვარში თანამედროვე “სკეიტ პარკი” შენდება

15 ნოემბერი 2023, 18:13 1063 ნახვა

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სკეიტ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი