უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან

14 ნოემბერი 2023, 10:44 390 ნახვა

დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.

თამაში „მარკეტა რაგბი სთედიუმზე“ გაიმართება. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 10 მოთამაშე შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით, 86:10 დაამარცხა, ნიდერლანდებმა კი ბელგიას 34:6 მოუგო.

საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში