ჰამასის შეიარაღებული ფრთა მზადაა გაათავისუფლოს ღაზაში 70-მდე ქალი და ბავშვი ხუთდღიანი ზავის სანაცვლოდ - ამის შესახებ მათ კატარის შუამავლებს განუცხადეს.
"ზავი უნდა მოიცავდეს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და დაუშვას დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება ყველგან ღაზის სექტორში", - ამბობს ალკასამის ბრიგადის სპიკერი აუდიო მიმართვაში. იგი ისრაელს გარიგების გაჭიანურებასა და თავის არიდებაში ადანაშაულებს.
ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 240 გაიტაცეს.
ღაზის სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11 240-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 630 ბავშვი და 3 130 ქალია - მონაცემებს ,,ჰამასის'' მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.