"დინამო" ბათუმი წყალტუბოს "სამგურალთან" დამარცხდა

11 ნოემბერი 2023, 16:49 760 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გასვლაზე წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში 3-2 დამარცხდა.

ანგარიში პირველივე წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა.

24 წუთში "სამგურალმა" გაათანაბრა. გოლი ვერულიძემ გაიტანა.

32-ე ღუდუშაურმა დუბლი გაიფორმა და "დინამომ" პირველი ნახევარი 1-2 მოიგო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მაისაშვილმა წონასწორობა აღადგინდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი "სამგურალმა" გამარჯვება მოიპოვა, გოლი 95-ე წუთზე კალანდარიშვილმა გაიტანა.

33 ტურის შემდეგ ბათუმელები 70 ქულით ისევ პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს კონკურნტ "დინამო" თბილისისს ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 6 ქულით უსწრებენ.

ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენება იქნება.
34-ე ტურის შეხვედრაში კი "დინამო" ბათუმში შინ 24 ნოემბერს "თელავს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი