ისრაელის არმიამ ღაზაში ჰამასის გვირაბები გაანადგურა

09 ნოემბერი 2023, 10:15 367 ნახვა

ისრაელის არმია სამხრეთ ღაზაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად  ჰამასის გვირაბზე დარტყმის ვიდეოს ავრცელებს.  ტელეგრამ- არხზე  ისრაელის არმია წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ჯარმა  და სპეციალური საინჟინრო ქვედანაყოფის  „იაჰალომის“ ჯარისკაცებმა ერთობლივი მოქმედებები ჩაატარეს ბეიტ ჰანუნის რაიონში ტერორისტული გვირაბების ადგილმდებარეობის გამოვლენისა და განადგურების მიზნით.

ისრაელის არმიის სპიკერმა კონტრადმირალმა განაცხადა, რომ საბრძოლო ინჟინრები ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებდნენ ჰამასის გვირაბის ქსელის განადგურების მიზნით, რომელიც ღაზის ქვეშ ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ დრომდე განადგურებულია 130 გვირაბის შახტი. ღაზა ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ღაზაზე სახმელეთო შეტევის დროს დაიღუპა 32 ისრაელელი ჯარისკაცი და დაშავდა 260-ზე მეტი.

პალესტინის ოფიციალური მონაცემებით, 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად  10 ათას 569 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 40% ბავშვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში