ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა 

08 ნოემბერი 2023, 09:50 536 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის რვა მატჩი გაიმართა. ჰამბურგში დონეცკის „შახტარმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გოლი კატალონიელთა კარში დანილო სიკანმა გიორგი გოჩოლეიშვილის პასით გაიტანა. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ კარში წინა ტურში საგოლე პასი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი აზაროვმა შეასრულა, რომელიც ამ მატჩში სათადარიგო იყო.

სხვა მატჩები კი ასე დასრულდა: მილანი-პსჟ 2:1; პორტუ-ანტვერპენი 2:0; ბორუსია-ნიუკასლი 2:0; მანჩესტერ სიტი-იანგ-ბოიზი 3:0; ცრვენა ცვეზდა-ლაიფციგი 1:2; ატლეტიკო-სელტიკი 6:0; ლაციო-ფეიენორდი.

დღეს ლიგის კიდევ დარჩენილი რვა შეხვედრა გაიმართება. სოსიედადი-ბენფიკა; ბაიერნი-გალათასარაი; კოპენჰაგენი-მანჩესტერ იუნაიტედი; არსენალი-სევილია; ფეიენორდი-ლანსი; რეალი-ბრაგა და ნაპოლი-უნიონი, რომელიც 21:45 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი