"გადავარჩინოთ ოჯახები გამოსახლებას" - ბრიფინგი ქობულეთში

07 ნოემბერი 2023, 12:48 811 ნახვა

"ერთად გადავარჩინოთ ოჯახები გამოსახლებას" - ქობულეთში, ბეჟანიძეების ოჯახმა და უფლებადამცველებმა გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართეს.

დღეს, 16:00 საათზე ბეჟანიძეების ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს, სახლის მეპატრონესთან შუამდგომლობისა და დახმარების მოთხოვნით.

ნაილი ბეჟანიძე ამბობს, რომ ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ აქვს, ახალი მფლობელი კი შეთავაზებულ თანხას არ თანხმდება და სახლის დაცლას ითხოვს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, იძულებითი გამოსახლების პროცესი 9 ნოემბერს 11 საათზეა ჩანიშნული. მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოსასახლებელთა სიაში დაახლოებით 200 ოჯახია.

შეგახსენებთ, რომ საბანკო დავალიანების გამო მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, "პროკრედიტ ბანკმა" 2016 წელს აუქციონის წესით გაყიდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში