გოგა ბითაძემ NBA-ს მიმდინარე სეზონში „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ითამაშა და მის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „ორლანდომ“ კი მეტოქე 120:101 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა კარტერ ჯუნიორის არყოფნაში მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ორლანდო მეჯიქს“ ექვსი ტურის შემდეგ 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.
გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ფლორიდელები „დალასის“ წინააღმდეგ 7 ნოემბერს ჩაატარებენ.