დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება. საბურთალო სამტრედიას უმასპინძლებს, სამგურალი გასვლაზე ქუთაისში ტორპედოს ეთამაშება. ბათუმის „დინამო“ კი საკუთარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლებს.
ხვალ ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება. „შუქურა“ „დილას“ მიიღებს, „დინამო“ თბილისი კი თელავს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებს ამ დროისთვის 67 ქულა აქვთ და თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებენ.
„დინამო“ ბათუმისა და „გაგრას“ დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც გადაცემა „გზამკვლევი“ ეთერში არ გავა.