პრესტიჟულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ TOP 14-ის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ლიონის 21-წლის მორაგბე დავით ნინიაშვილი დაასახელა.
"მე-4 ტურში TOP 14-ში ლიონელმა დავით ნინიაშვილმა გაიბრწყინა, ის ჩვენი გადაწყვეტილებით ტურის MVP, საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა კლერმონს ორი ლელო გაუტანა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში", - წერს გამოცემა.