საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს. ეროვნული სატყეო სააგენტო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს,რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას ითვალისწინებს.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში ეხმარება.
პროექტის განხორციელებისთვის, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ გამოყოფილია 33 მლნ ევრო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ - 10 მლნ ევრო, ხოლო 4 მლნ ევრო გამოყოფილია შვეიცარიის კონფედერაციის მიერ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მნიშვნელოვან თანადაფინანსებას საქართველოს მთავრობა ახორციელებს.