ღაზის სექტორში დაღუპულთაგან 40% ბავშვია

27 ოქტომბერი 2023, 20:37 676 ნახვა

"ჰამასის“ მიერ ისრაელის ქალაქ თელ ავივის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი  საშუალოდ, ორი კი მსუბუქად დაშავდა. ისრაელის მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზის სექტორიდან ნასროლი რვა რაკეტა გაანეიტრალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები ისევ ისროლა. საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა თელ ავივის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში. ერთი რაკეტა თელ ავივის პარკში ჩავარდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ „ალ-ყასამის“ ბრიგადამ აიღო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი