საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემი ორი მედლით დაასრულა

26 ოქტომბერი 2023, 20:44 698 ნახვა

აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს გიორგი ჯაბნიაშვილი დაეუფლა.

90 კგ. წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელ, კრისტოფერ კალიულაიდს იპონით სძლია. დღეს ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა.

ამრიგად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გახდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი