ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე დასრულდა

26 ოქტომბერი 2023, 12:08 473 ნახვა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე მესამე ტურის რვა შეხვედრით დასრულდა. პარი სენჟერმენმა მილანს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ბარსელონამ საკუთარ მოედანზე დონეცკის შახტარი მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შახტარის რიგებში საგოლე გადაცემა საქართველოს ნაკრების ირაკლი ზაროვის ანგარიშზეა.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ფეიენორდი-ლაციო 3:1; სელტიკი-ატლეტიკო 2:2; ნიუკასლი-დორტმუნდი 0:1; ლაიფციგი-ცრვენა ზვეზდა 3:1; იანგ-ბოიზი-მანჩესტერ სიტი 1:3 ანტვერპენი-პორტო 1:4. დღეს ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი