აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ ასმათ დიასამიძის უფლებამოსილებას ცნობს. ეს ერთადერთი საკითხი იქნება, რომლის გადასაწყვეტად საკანონმდებლო ორგანოს წევრები პლენარულ სხდომაზე შეიკრიბებიან. ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლემ საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად ყველა საჭირო იურიდიული პროცედურა გაიარა. უფლებამოსილების ცნობისათვის ასმათ დიასამიძეს 7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც ნინო ჩხეტია ამბობს, ხვალინდელ სხდომას პირველად დაესწრება ზაზა ოქუაშვილიც. დღეს ბიუროს წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზეც იმსჯელეს, თუმცა მომხსენებლის არყოფნის გამო, აღნიშნულ საკითხის გადაწყვეტაზეც დეპუტატები ხვალინდელ ლ პლენარულ სხდომაზე არ იმსჯელებენ.