ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა და ოთხი უგზო-უკვლოდ დაიკარგა გერმანიის ნაპირებთან ორი სატვირთო გემის შეჯახების შედეგად. დაღუპულის ცხედარი ეკიპაჟის ორ გადარჩენილ წევრთან ერთად იპოვეს. გემი „ვერითი, რომელიც ჩაიძირა, ბრემენიდან ინგლისის ქალაქ იმმინგემში მიდიოდა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
მეორე გემს ჰამბურგიდან ესპანეთის ლა კორუნისკენ ჰქონდა აღებული გეზი. დაკარგული ეკიპაჟის 4 წევრი შესაძლოა ცოცხლები არიან და ზღვის ფსკერზე გემში აფარებდნენ თავს - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მკვინთავთა გუნდი შემთხვევის რაიონში სიცოცხლის ნიშან-წყალს ეძებს.
ვერტითის ლითონი გადაჰქონდა და ბორტზე 1300 კუბური მეტრი დიზელი იყო.