ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებისას 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა - პენტაგონი

25 ოქტომბერი 2023, 10:40 487 ნახვა

ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ინფორმაციას „NBC News“ ავრცელებს. 

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა.

პენტაგონის პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით აშშ-ს თავს დაესხნენ, სულ მცირე, ათჯერ ერაყში და სამჯერ სირიაში.რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი