ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

22 ოქტომბერი 2023, 11:46 1005 ნახვა

23-29 ოქტომბერს ალბანეთი ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
10 წონიდან 5 წონაში საქართველოს ღირსებას აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელები დაიცავენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბერძნულ-რომაული  სტილით ჭიდაობაში:  

  • 55კგ გიორგი თოხაძე (ოზურგეთი);
  • 60კგ რომეო ბერიძე (აჭარა);
  • 63კგ გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი);
  • 67კგ დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა);
  • 72კგ ოთარ აბულაძე (აჭარა);
  • 77კგ ხვიჩა ანანიძე (აჭარა);
  • 82კგ საბა მამალაძე (ოზურგეთი);
  • 87კგ აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა);
  • 97კგ ლაშა ტვილდიანი (თბილისი);
  • 130კგ გიორგი ცოფურაშვილი (გარდაბანი).

27 ოქტომბერს ხალიჩაზე 60-67-72-82-97კგ. წონით კატეგორიის სპორტსმენები საკვალიფიკაციო და 1/2 ფინალურ შეხვედრებს გამართავენ, ხოლო ჩემპიონ-პრიზიორები 28 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

რაც შეეხება, 55-63-77-87-130 კგ-ს მოჭიდავეებს, ისინი 28 ოქტომბერს ჩაერთვებიან ასპარეზობას. ფინალურ შეხვედრებს კი 29 ოქტომბერს გამართავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი