საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დანია დაამარცხა

14 ოქტომბერი 2023, 19:50 868 ნახვა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში დანიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ქუთაისში „რამაზ შენგელიას არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ვიკტორ გუსტაფსენის ავტოგოლით გაიხსნა და ჩვენი ნაკრები დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლოზ ლისაშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. სტუმრებმა მეორე ტაიმის სტარტზევე ნიკოლაი ტორნვიგის გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა და ჩიტაურის გუნდმა აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა.

ამრიგად 2 ტურის შემდეგ A ჯგუფს ავსტრია 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, საქართველოსა და დანიას 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ლიეტუვა, უქულოდ მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 17 ოქტომბერს შინ ლიეტუვას ნაკრებთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი