ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ - გაერო

13 ოქტომბერი 2023, 10:09 551 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაერო-ს შეატყობინეს, რომ 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს, – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.

მისივე ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება, ემზადებოდნენ სახმელეთო შეჭრისთვის.

გაფრთხილება ეხებოდა გაერო-ს თანამშრომლებსა და იმ ტერიტორიებზე განლაგებულ გაერო-ს დაწესებულებებში თავშეფარებულებს.

ბოლო მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი