პროექტ ,,კლასიკური საღამოები რეგიონებშის“ ფარგლებში ხულოში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ზეიმი სახელწოდებით ,,არაყიშვილი 150“ ახალგაზრდა მუსიკოსების ვოკალისტებისა და პიანისტების მიერ მოეწყო.
ხელოვანებმა საღამო კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის 150 წლის იუბილეს მიუძღვნეს, სადაც შესრულდა მისი ცნობილი რომანსები და არიები.
მუსიკალური საღამო აჭარის განათლების სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მეორე ეტაპის გამარჯვების შედეგად მოეწყო.