სტიქიის ზონა

05 მარტი 2017, 00:00 2061 ნახვა

სოფელ ზენდიდში მცხოვრები ბასილაძეების ოჯახი საცხოვრებლის დაბზარვასა და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილებას უკავშირებს. სოფელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გამო ყოველდღიურად  ტექნიკა გადაადგილდება, რაც ბასილაძეების განცხადებით, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახს საფრთხეს უქმნის. ოჯახს გეოლოგიური დასკვნაც აქვს, სადაც წერია, რომ ტერიტორია მუდმივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, რადგან შესაძლებელია მეწყრული პროცესები გააქტიურდეს. ოჯახი მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს. ადგილზე იმყოფებოდნენ თვითმართველობის წარმომადგენლები. გამგებლის მოადგილე თვლის რომ შექმნილი მდგომარეობა ოჯახს მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს. გურამ ბერიძემ კომპანიას წერილით უკვე მიმართა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი ამბობენ, რომ ელექტრო გადამცემი ხაზებისთვის ბოძების განთავსების უვნებლობა უკვე დადასტურებულია. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ოჯახს შეისწავლიან.

ამავე კატეგორიაში