თხილვანის მოსახლეობის განსახლება

05 მარტი 2017, 00:00 1977 ნახვა

თხილვანის მოსახლეობის განსახლება მარტის ბოლოს დაიწყება. სოფლიდან ერთ კილომეტრში გააქტიურებულ მეწყრულ კერასთან რვა კაციანი ჯგუფი აგრძელებს მორიგეობას. საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 25 ათას ლარიან პროგრამას იმ პირობით დათანხმდა რომ, პროგრამაში ცვლილება განხორციელდა, კონკრეტულად კი თხილვანის მოსახლეობა 25 ათას ლარით მათთვის სასურველ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს შეიძენს, სადაც სახლებს გადაიტანენ. შეგახსენებთ სოფელ თხილვანაში მეწყერი ორი თვის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე 64 ოჯახს შეუქმნა. 

ამავე კატეგორიაში