ბიუროს სხდომაზე განსახილველი საკითხები

05 მარტი 2017, 00:00 2061 ნახვა

ხვალ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი საბჭოს გამოკლებული წევრის, ანუ ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობაა. ვარშალომიძეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. იგი საბჭოში 2-ჯერ უკვე იყო დეპუტატი. ცვლილება შედის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში, რომელიც 7 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა. სხდომის დღის წესრიგს ხვალინდელ ბიუროზე დაამტკიცებენ. 

ამავე კატეგორიაში