ისრაელმა ღაზის სექტორზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

10 ოქტომბერი 2023, 15:02 544 ნახვა

დრონით გადაღებულ კადრებზე ქალაქ ღაზაში მასშტაბური ნგრევა არის დაფიქსირებული, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სექტორზე პალესტინელებთან კონფლიქტის 75-წლიან ისტორიაში, ყველაზე ძლიერი საჰაერო დარტყმები მიიტანა, ჰამასის მუქარების მიუხედავად, რომ მძევლებს სიკვდილით დასჯიდნენ.

დღეს ისრაელმა  განაცხადა, რომ ღაზის საზღვარზე კონტროლი დაიბრუნა. ისრაელის ლიდერები  ჰამასს შურისძიებით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირებმა გაანადგურეს მისი ქალაქები, რის შედეგადაც ცხედრებით მოფენილი ქუჩები ისრაელის  ისტორიაში ყველაზე სისხლიან თავდასხმად იქცა. ისრაელმა ასობით ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა და ღაზის სექტორი, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრული ალყის ქვეშ მოაქცია. 

შაბათის თავდასხმების შედეგად ისრაელში 900-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 მუსიკალურ ფესტივალზე. ღაზაში საჰაერო თავდასხმებს 700 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ისრაელში და ღაზის სექტორში 1500  ბოევიკის ცხედარი იპოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში