ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

10 ოქტომბერი 2023, 11:05 674 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება. ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და გერმანიის განვითარების ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა და საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანიის „პოში და პარტნიორების“ პროექტის მენეჯერმა ერიხ კაშკამ ხელშეკრულება გააფორმეს. 

პროექტი ითვალისწინებს: ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას • აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას. ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას • მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას • ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას • ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი