საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე გამოსვლა უელსთან მარცხით დაასრულა

07 ოქტომბერი 2023, 19:44 637 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა მარცხით დაასრულა. ლევან მაისაშვილის გუნდი ბოლო ტურის შეხვედრაში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 19:43 დამარცხდა.

''ბორჯღალოსნებმა'' შეხვედრაში საერთო ჯამში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. გატანილი ლელოთი თავი, მერაბ შარიქაძემ, ვანო კარკაძემ და დავით ნინიაშვილმა გამოიჩინეს. ორი ზუსტად შესრულებული გარდასხვა კი ლუკა მატკავას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთან (12:17) და უელსთან (19:43) წააგო, ხოლო პორტუგალიას (18:18), დაუზავდა და 2003 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში