ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ, რუსთავი 2 -ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ოფიციალური შეტყობინება რუსთავი 2 მა სტრასბურგიდან დღეს საღამოს მიიღო. ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2 ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.