ჩაქვის გვირაბთან, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ძველ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

03 ოქტომბერი 2023, 14:27 2297 ნახვა

ჩაქვის გვირაბთან, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ძველ გზაზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც გზის სავალი ნაწილი დატბორა. დატბორილია ბენზინგასამართი სადგურიც. წყალმა მოსახლეობის ეზოებშიც შეაღწია.

ადგილობრივების განცხადებით, არსებული ხიდი გასაფართოებელია, რომ კალაპოტს გამტარუნარიანობა მოემატოს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე საცობია. 112-ის სამაშველო ეკიპაჟი მძღოლებსა და მგზავრებს გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც მძღოლები ამბობენ, დაბალი გამავლობის ავტომობილების ძრავში წყალი შევიდა და ისინი ადგილიდან სპეციალური ავტომობილების დახმარებით გამოიყვანეს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში