ბსუ-ში სასწავლო პროცესი განახლდა

02 ოქტომბერი 2023, 11:28 1008 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს პირველკურსელთა 88-ე თაობა მიიღო.  1561 სტუდენტი შუერთდა  წელს უნივერსიტეტის არსებულ კონტიგენტს. სასწავლო წლის  დაწყება მათ საზეიმო ვითარებაში მიულოცეს. პირველკურსელებს რექტორი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წამომადგენლები შეხვდნენ. გააცნეს სასწავლებელში არსებული საგანმანათლებლო და  გაცვლითი  პროგრამები, ასევე ისაუბრეს სტიპენდიების შესახებ.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე არჩევანის შეჩერების ერთ-ერთი  მიზეზი სტუდენტების ნაწილისთვის, სწორედ გაცვლითი პროგრამები გახდა.  ბოლო წლებში აქტიურად იზრდება უნივერსიტეტის პრიორიტეტულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რიცხვი და წელს ასეთი 400 -ზე მეტი სტუდენტია. 

პირველად ათობით სტუდენტი ჰყავს  სომხური და აზერბაიჯანული ენების მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ქართული ენის გადამზადების კურსს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წლებთან შდარებით, ასევე რეკორდულად გაიზარდა საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი. 

მიუხედავად იმისა რომ  პრიორტიტეტული პროგრამების მიმართ ინტერესი იზრდება,  ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნადი მაინც  10 პროგრამაა, მათ შორის - კომპიუტერული მეცნიერება, ინგლისური, მედიცინა, ეკონომიკა და არქიტექტურაა.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 7 ფაკულტეტი და 7 ათასზე მეტი სტუდენტია. მათგან 750-მდე უცხოელი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი