1 საათი რჩება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტის დაწყებამდე - ბრუნო მარსი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ზუსტად 9 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე წარსდგება.
ცნობილი შემსრულებლის დასახვედრად სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ღონისძიება პროექტ "სთარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება.
ორგანიზატორები სტუმრებს მოუწოდებენ საკუთარი ტრანსპორტის გარეშე მოვიდნენ, კონცერტის დასრულების შემდეგ კი მათ მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურებიან.