შერმადინის „ტენერიფე“ მაკდაფენის „მურსიასთან“ დამარცხდა 

01 ოქტომბერი 2023, 10:08 598 ნახვა

ესპანეთში საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები დაიწყო. გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მესამე ტურში სტუმრად თად მაკფადენის „მურსიასთან“ ითამაშა და 12 ქულის სხვაობით დამარცხდა. - 68:80.

ტენერიფემ პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მეოთხედი დათმო და წააგო. გიორგი შერმადინმა 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინის გუნდისთვის მიმდინარე გათამაშებაში ეს ზედიზედ მესამე მარცხია.

„ტენერიფე“ მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე „ბრეოგანს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება „მურსიას“, ისინი ესპანეთის საკალათბურთო გათამაშებას სამი მოგებით ლიდერობენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი