დღეს თბილისობაა

30 სექტემბერი 2023, 11:59 430 ნახვა

დედაქალაქი დღეს და ხვალ „თბილისობას” აღნიშნავს, თბილისის სამ ლოკაციაზე რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება.

წელს თბილისობა მრავალფეროვანი პროგრამებით არის დატვირთული, სტუმრებს შესაძლებლობაა აქვთ იხილონ დეკორაციები და ინსტალაციები, გასტრონომიული ფესტივალი, საბავშვო - გასართობი და სპორტული აქტივობები.

საღამოს კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში