ყარაბაღი უკვე 74 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

29 სექტემბერი 2023, 10:21 695 ნახვა

ყარაბაღი უკვე 74 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ყარაბაღიდან 53 000 მეტი ლტოლვილი მიიღო.

ოფიციალური ცნობებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი