დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტური იწყება. ბათუმის დინამო სტუმრად ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება, სამგურალი სამტრედიას უმასპინძლებს, გორის დილა კი თელავს ესტუმრება.
ამ დროისათვის ზღვისპირელებს 56 ქულა აქვთ და თბილისის „დინამოს“ კვლავ შვიდი ქულით უსწრებენ.
მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.