გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

27 სექტემბერი 2023, 14:11 556 ნახვა

შუახევში ჩირუხის მთის მიმართულებით ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.  

პროექტის მიხედვით, აშენდება ერთი ხიდი, ბეტონის კედლები, გაბიონები. მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. 

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

რეაბილიტირებული გზა დაუკავშირდება შუბნის თემსა და ჩირუხის მთას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში