ნიკა გვარამიას მიმართვა

03 მარტი 2017, 00:00 2572 ნახვა

ნიკა გვარამია  ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ''რუსთავი 2'' ტელეკომპანიის  გუნდს მიჰყიდოს. გვარამიამ ხალვაშის განცხადება გაიხსენა, სადაც იგი „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების  მნიშვნელობაზე საუბრობდა. მან შეთავაზება სწორედ ამის საფუძველზე ახსნა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მზად არის ის თანხა გადაიხადოს, რაზეც ხალვაში სასამართლოში დაობდა. ამ წინადადების საპასუხოდ, ხალვაში აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში არხი შეიძლება გაასხვისოს, თუმცა ამას უახლოეს პერიოდში არ აპირებს. ის არც ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი