ქართველი ძიუდოისტების წინსვლა მსოფლიო რეიტინგში 

26 სექტემბერი 2023, 14:04 354 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ბაქოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველებსაც შეეხოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა გასული ტურნირის ფინალისტმა გურამ თუშიშვილმა განიცადა, რომელმაც მერვე ადგილზე აინაცვლა.

კლასიფიკაციის სათავეში კი კვლავაც სამი ძიუდოისტი გვყავს: ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე. 90 კილოგრამში მეორე ადგილზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში