„ეროვნული შატალო“ - ახალგაზრდები ხვალ მსვლელობას გეგმავენ

26 სექტემბერი 2023, 11:03 737 ნახვა

აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბათუმელი ახალგაზრდები ხვალ „ეროვნულ შატალოს“ მოაწყობენ. ისინი სიმბოლურად სოხუმის ქუჩის 27 ნომერში შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ სკანდირებით - აფხაზეთი საქართველოა. მათ აქვთ ასევე გზავნილი  აფხაზეთისთვის, რომელსაც  ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაახმოვანებენ. მსვლელობა 12 საათზე დაიწყება და ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოეწყობა. 

ბათუმელი ახალგაზრდები თანატოლებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ „ეროვნულ შატალოში“, მათ კი, ვინც ამას ვერ მოახერხებს, როგორც ბათუმში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით სთხოვენ   დღის პირველ საათზე,  სადაც იქნებიან,  იქიდან შეუერთდნენ მსვლელობის მონაწილეებს, მხოლოდ სკანდირებით  - „აფხაზეთი საქართველოა“.

ახალგაზრდები სიმბოლურ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

ხვალ 27 სექტემბერია. დღე, როდესაც სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ოკუპაციიდან 30 წელი გავიდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი